სტიმპანკის ისტორია

სტიმპანკი (ინგლ. steam-ორთქლი და punk-პროტესტი) სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია, რომელიც ბოლო დროს სხვადასხვა საგნების დიზაინში მოდურ მიმართულებად გადაიქცა. ტერმინი “სტიმპანკი” 1987 წელს მწერალმა კევინ ჯეტერმა გამოიგონა. ეს სტილი ეფუძვნება კაცობრიობის ალტერნატიული განვითარების მოდელირებას, რომლის დროსაც სრულყოფილად განვითარდა მექანიკისა და ორთქლის მანქანების ტექნოლოგია.
როგორც წესი სტიმპანკი გულისხმობს ვიქტორიანული ინგლისის (XIX საუკუნის მეორე ნახევარი) და ადრეული კაპიტალიზმის ეპოქის ქალაქისა და ტექნოლოგიების სტილიზაციას. სტიმპანკის სტილის ელემენტები შედის აგრეთვე ზღაპრულ, გულახდილად საბავშვო შემოქმედებაში.
სტიმპანკის სამყაროს დამახასიათებელ ელემენტებად შეიძლება ჩაითვალოს მექანიკის პრინციპებზე დაფუძვნებული ტექნოლოგიები, ძველებური ავტომობილები, ლოკომოტივები, აეროპლანები, ტელეფონები და სხვა (ხშირად ფანტასტიკური და სრულიად ამოუცნობი) მექანიზმები, რომლებიც გაკეთებულია მოქლონილი მეტალით სპილენძის, თითბირის ფირფიტებითა და ხით, ელექტროობის განვითარების საწყისი ეტაპით-ტელეგრაფით, პრიმიტიული ელექტრორკალური ნათურებით ნიკოლა ტესლას სტილში. ეს ყველაფერი აღჭურვილია ბერკეტებით, საათისნაირი ციფერბლატებითა და ისრებით.
ამ სტილს ახასიათებს ნაკაწრი, ზოგჯერ კოროზიამოდებულ ზედაპირზე გაპრიალებული, მბზინავი დეკორისა და ელვარე თვლების ჩასმა, რაც მეტ ეფექტურობას სძენს მას. სტიმპანკის ნაკეთობები, ხშირად არის ასიმეტრიულიც.
ბოლო წლებში საზღვარგარეთ სულ უფრო პოპულარული ხდება სტიმპანკი. ევროპის ქვეყნებში ამ სტილში კეთდება არა მარტო სამკაულები და პირველადი მოხმარების საგნები, არამედ ხშირად მთლიანი სახლის რემონტიც კი